logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: Novavax-თან ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია
- +

3 მარტი. 2021. 19:50

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს.

 

"Novavax-თან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე. ეს კი, დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. წინასწარი მონაცემებით, ამას წინ არაფერი უდგას.

ეს, პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს. საქართველომ novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია, რასაც გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით არ დაიწყეთ კომუნიკაციაო.  ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით Novavax-თაც ორჯერ აცრა იქნება საჭირო,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner