logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: შარლ მიშელთან შეხვედრა რამდენიმე წუთის დამთავრებული იყო, როცა ოპონენტებმა წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს იყო მათი ხელისუფლებაზე გამარჯვება
- +

3 მარტი. 2021. 22:34

 

„მე ვიტყოდი, საკმაოდ არასერიოზული განცხადებებია ოპოზიციის მხრიდან. შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის დამთავრებული იყო და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს იყო მათი გამარჯვება ხელისუფლებაზე“, - ამის შესახებ ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

„ეს არავის გამარჯვება არ იქნება, ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმება იქნება ქვეყნის გამარჯვება და არა რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის.

ეს მათი ტაქტიკაა და ამგვარ ხრიკებს ხშირად მიმართავენ. ჩვენთვის მთავარია, რომ მოვძებნოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი.

ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად არის, გამოიძებნოს დეესკალაციისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები.

ძალიან კარგად ვიცით, რომ სერიოზული თემები განიხილება და არ არსებობს არც ერთი მოლაპარაკება, მათ შორის რთული მოლაპარაკება, რომელიც პირველსავე შეხვედრის დროს წყდება. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი განვითარდეს შემდგომ და ოპონენტების მხრიდან პროცესში ჩართვის მზაობა იყოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით, მოლაპარაკება, რომელზეც წინაპირობით მიდიხარ, წარმატებული ვერ იქნება.

 

„არ შეიძლება მოლაპარაკებეზბე წინაპირობით მისვლა. წარმოუდგენელია ეს. ასეთი მოლაპარაკება წარმატებული ვერ იქნება, თუ შენ რაღაცა წინაპირობით მიდიხარ და ამბობ, რომ თუ ეს არ იქნება, შეთანხმებაც არ იქნება.

სულ ცოტა ხნის წინ მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო მოწადინებული, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით კონკრეტული ქმედებები განხორციელებულიყო და ეს უკვე რეალობაა, პარლამენტში უკვე არის კანონპროექტი.

ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა, რომ ადგილობრივი არჩევნების და  შემდგომ 2024-ის არჩევნების დროს ბარიერი დაიწიოს. „ქართულ ოცნებას“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არიან, საკმარისი ხმების მოგროვების რესურსი არ აქვთ, რომ ეს შესრულდეს.

 მათ კეთილი ნება და სურვილი თუ აქვთ, ზუსტად ეს არის შესაძლებლობა, რომ წამოვიდნენ კომპრომისზე და თუნდაც ამ ერთ თემაზე მოხდეს შეთანხმება, მაგრამ ამას სჭირდება ნება, გამბედაობა, შესვლა პარლამენტში და არა ბოიკოტირება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner