logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის გარეშე ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით და შეზღუდვების მოხსნა ვერ იქნება გრძელვადიანი
- +

3 მარტი. 2021. 23:02

 

 

"მესამე ტალღის რისკის ქვეშ ვართ, ამიტომ მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ვაქცინა აუცილებელია, ვაქცინაციის გარეშე ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით და იგივე შეზღუდვების მოხსნა ჩვენთან ვერ იქნება გრძელვადიანი და სტაბილური“, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

„ხომ ყველას უნდა, რომ გრძელვადიანი იყოს და  ყველას უნდა ქვეყნის ეკონომიკის გახსნა, მალე ზაფხულის საკურორტო სეზონი დადგება, ავიამიმოსვლის 6 მიმართულება დაემატა ჩვენთან, ტურისტული სეზონი იქნება, ვაქცინირებული ადამიანების პასპორტები შემოვა ხმარებაში და ევროპიდან შემოვლენ ვაქცინირებულის პასპორტის მქონე ადამიანები და ჩვენ ვერ დავახვედრებთ ანალოგიურს. უნდა დავახვედროთ! ყველაფერ ამის მოსახლეობამდე დაყვანა არის საჭირო.

 

მე, სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობის მეტი ნაწილის დამყოლობა კარგი იქნება და პრობლემა არ იქნება, მაგალითად გრიპის ვაქცინაზე მეტი წინააღმდეგობა მესმოდა მოსახლეობაში, ვიდრე კოვიდის ვაქცინაზე.

 

მინდა ვიყო ოპტიმისტი, მაქვს ამისი საფუძველი, რომ მიუხედავად დროებითი შეფერხებებისა, კლინიკურ სექტორშიც იყო დროებითი შეფერხება ნოემბერ-დეკემბერში და ჩქარა დავძლიეთ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს 2-3-კვირიანი დაგვიანება მალე დაავიწყდება ყველას, თუ საქართველო ვაქცინაციის გეგმას განახორციელებს წარმატებით,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner