დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შეიძლებოდა ჩინური ვაქცინა გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, თუმცა ჯერ „ჯანმოს“ რეკომენდაცია არ მიუღია. როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, შეგვექმნა სიტუაცია, რომ ვაქცინა სხვა გზებითაც უნდა ვეძებოთ და „დიდი ხანია მუშაობა მიდის“.
,,3 თებერვალს თვითონ გამოაქვეყნა სია „კოვაქსის პლატფორმამ“ ყველა ქვეყნისა, ვის როდის უნდა მიეღო ვაქცინა.
იყო პრეცენდენტი, როდესაც ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად უჩივლა, თუმცა შედეგი ჯერჯერობით ისეთივეა როგორც ჩვენთან.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იყო სხვა მოლაპარაკებებიც.
მხოლოდ „კოვაქსის პლატფორმის“ 1.4 მილიონი დოზა, რომელიც კონტრაქტით წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ არ იქნებოდა საკმარისი.
გარდა ადრე გადახდილისა გადავრიცხეთ დამატებითი გადასახადიც, მაგრამ სხვა მწარმოებლებიც არიან, რომლებიც ჯერ არ არიან კოვაქსის პლატფორმაზე.
კოვაქსის პლატფორმაზე რომ განთავსდეს ვაქცინა, მან უნდა მიიღოს ჯანმოს აღიარება, ეს არის იგივე ჩინური ვაქცინები, რომლითაც ჩილეს 17% იცრება.
ასევე, ძალიან მაღალი მოცვა აქვს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს, სადაც ასევე ჩინური ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. შეგვექმნა სიტუაცია, რომ სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ და დიდი ხანია მუშაობა მიდის.
შეიძლებოდა ჩინური ვაქცინაც ქვეყანაში გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, თუმცა ჯერ არ მიუღიათ ჯანმოს რეკომენდაცია. ვაქცინის შემოტანის ერთ-ერთი პირობაა, რომ საჭიროა ჯანმოს აღიარება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.