დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძის ინფორმაციით, პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეულ მწარმოებლებთან, რომლებიც ავტორიზებულ ვაქცინებს აწარმოებენ. საკითხე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
,,ავტორიზაციას ამჟამად გადის კიდევ რამდენიმე ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში.
მოგეხსენებათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მესამე დღეა წასულია. მათ შორის ინდოეთში პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეულ მწარმოებლებთან, რომლებიც ავტორიზირებულ ვაქცინებს აწარმოებენ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არამხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც. იმედი გვაქვს, რომ მარტში დავიწყებთ პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.