logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ჯალათებო! ნიღაბი ჩამოგეხსნათ ბოლომდე!
- +

9 ივლისი. 2016. 23:51


საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:


ნაცმაცუნები დამითაგეთ რააა!

ეხლა ცუდია შეკვეთილი საკონცერტო დარბაზი?

 

ჯალათებო! ნიღაბი ჩამოგეხსნათ ბოლომდე და 8 ოქტომბრამდე მე ვფიქრობ, რომ საერთოდ აღარ იარსებებთ...  როგორ არ უნდა გიხაროდეს, როდესაც შენს ქვეყანაში მსგავსი, მსოფლიო დონის საკონცერტო დარბაზი იხსნება?!"- აღნიშნავს ოქიტაშვილი.



ფონდი „ქართუს" მიერ, შეკვეთილში აშენებული  „Black Sea Arena"-ს საკონცერტო დარბაზი 8700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.


არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს.


ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი ძვირად ღირებული ტექნიკით არის აღჭურვილი, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული.


საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში ფონდ „ქართუს" ინიციატივით დაიწყო, მშენებლობაში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner