logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეომ, შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილოება
- +

4 მარტი. 2021. 10:19

 

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილოება. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

 

„ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს და ისინი ჩვენს თითოეულ ქმედებას აკვირდებიან. იმედი მაქვს, რომ აშშ-ს ეყოლება ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყანას სერიოზულ საფრთხეებს აარიდებს. ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს და ვფიქრობ, ამას მოითხოვენ კიდეც“, - განაცხადა პომპეომ.

 

რაც შეეხება მის კანდიდატურას, ყოფილი სახელმწიფო მდივანი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/644905-maik-pompeom-shesazloa-2024-clis-saprezidento-archevnebshi-miigos-monaciloeba

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner