ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ საუბრის ფარგლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი „ტვიტერზე“ წერს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა არის საკითხი, სადაც ჩვენს ქვეყნებს მორალური ვალდებულებები აქვთ. განვიხილეთ ბელარუსი ხალხის მომავლის პერსპექტივები, ბოლო დროს საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები და რეფორმების პროცესი უკრაინაში“, – წერს კალიულაიდი.