logo_geo
eng_logo
საბერძნეთმა „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გაახანგრძლივა
- +

4 მარტი. 2021. 11:38

 

„საბერძნეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გაახანგრძლივა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ქვეყანის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღო.

 

„ჩვენ ამ პანდემიის უმძიმეს ნაწილში ვართ. ჰოსპიტალიზაციის არსებული ტემპის გამო, ჯანდაცვის სისტემა ინფრასტრუქტურისა და პერსონალის თვალსაზრისით შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა“, - განაცხადა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვასილის კილილიასმა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები. ამასთან, დღეიდან მკაცრდება გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

 

ცნობისათვის, საბერძნეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 702 შემთხვევა გამოვლინდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner