logo_geo
eng_logo
ნატო-მ უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი დაამტკიცა
- +

10 ივლისი. 2016. 00:10



ნატო-მ უკრაინის თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისთვის დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, უკრაინამ უკვე განახორციელა რიგი რეფორმა ნატო-სთან თავსებადობის ასამაღლებლად და ამ რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია.


უკრაინა კვლავ ერთგული რჩება რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.


თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე მიღწეულ იქნა შეთანხმება უკრაინისა და ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორობის გაფართოების საკითხზე.


ჩვენ შევთანხმდით დავიწყოთ პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას, მიიღოს პარტნიორის სტატუსი გაფართოებული შესაძლებლობებით", - განაცხადა პოროშენკომ.


პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინა სამომავლოდ თავად გადაწყვეტს, უნდა გაწევრიანდეს თუ არა ნატო-ში, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნის წევრობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner