logo_geo
eng_logo
გერმანიაში „Astrazeneca“-ს ვაქცინას 65 წელს გადაცილებულებიც გაიკეთებენ
- +

4 მარტი. 2021. 12:49

 

გერმანია „Astrazeneca“-ს პრეპარატთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის და 65 წელს გადაცილებულებს ვაქცინის გაკეთების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

 

მერკელმა აღნიშნა, რომ რომ ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა საკმარისი მონაცემები აჩვენა.

 

მანამდე, ქვეყანამ პრეპარატი დაამტკიცა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის იმ მოტივით, რომ ხანდაზმულ ადამიანებში პრეპარატის ეფეზტურობაზე საკმარის ინფორმაციას არ ფლობდნენ.

 

ბრიტანული მედია წერს, რომ ამან საზოგადოებაში სკეპტიციზმი გამოიწვია, ზოგიერთმა გერმანელმა კი დოზები საერთოდ აღარ გამოიყენა.

 

ბელგიამაც განაცხადა, რომ ასევე დაამტკიცებს ვაქცინას ხანდაზმული ადამიანებისთვის, საფრანგეთი კი - მიმდინარე კვირას.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/189854/germaniashi-astrazenecas-vaqtsinas-65-tsels-gadatsilebulebits-gaiketeben

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner