logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: ჩვენ დავეხმარებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში!
- +

10 ივლისი. 2016. 00:22



ნატო და აშშ დაეხმარებიან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ვარშავაში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ჩვენ გავაკეთებთ მეტს, რომ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ჩრდილოეთ აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე   და საქართველომდე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში", - განაცხადა ბარაქ ობამამ პოლონეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე.


ბარაკ ობამამ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზეც ისაუბრა.


"ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს სამიტს მონტენეგრო ესწრება, რაც ნიშნავს, რომ ნატო- კარი ღიაა იმ ქვეყებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.


აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ნატო-ს სამიტში უკანასკნელად მონაწილეობდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner