თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ვისაც უნდა, გაიგოს, რა ითქვა". ხიდაშელის თქმით, ამ საკითხზე ნათლად გაკეთდა განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან.
„ამიტომ, მე არ მგონია, რომ რამე რთულია გასაგებად მათთვის, ვისაც უნდა, გაიგოს, რა ითქვა. მე ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ორივე მხარემ, კოალიციის ორივე სუბიექტმა - „რესპუბლიკელებმა" და პრემიერმა, როგორც „ქართული ოცნების" ლიდერმაც გააკეთეს განცხადებები", -განაცხადა ხიდაშელმა.