logo_geo
eng_logo
თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის ხუთი წევრი, მათ შორის შსს-ს ერთი თანამშრომელი, დააკავეს
- +

4 მარტი. 2021. 14:52

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის ხუთი წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას“, – აცხადებენ შსს-ში.

 

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner