logo_geo
eng_logo
ირაკლი კორძაია: მახსენდება 2003 წელი... ბევრ მათგანს ვერც კი წარმოედგინა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარში ეს შლეგი შემოვარდებოდა!
- +

10 ივლისი. 2016. 01:44


ჟურნალისტი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ჩვენი მმართველი პარტიის ბევრ ლიდერს რომ ვუყურებ და ვუსმენ, მახსენდება 2003 წელი. ჯერ ადრეული ზაფხული, მერე შემოდგომა. 2003 წლის 23 ნოემბერსაც კი, ბევრ მათგანს (მოქ კავშირის ელიტას) ვერც კი წარმოედგინა, რომ რამდენიმე წუთში პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარში ეს შლეგი შემოვარდებოდა. (პრეს-ლოჟიდან ვადებდებდი ამ საშინელებას თვალ-ყურს) არ ეჯერათ, რადგან დღევადელების მსგავსად, პასუხისმეგბლობას საკუთარ თავზე არ იღებდნენ, ისე შეჰყურებდნენ შევარდნაძე, თითქოს იცოდნენ, რომ მას რეზერვში ორი-სამი მაგიური სიტყვა და ჟესტი ქონდა შემონახული -ჰოპ!ჰაპ! და ყველეაფერი დალაგდება.

 

დაახლოებით ასეთივე ირეალურ სივცეში ცხოვრობს დღევანდელი მმართველი პარტიაც. რომელსაც არა საკუთარი ძალის, ინტელექტის თუ ბოდიში მომითხოვია და, ინტუციის იმედი აქვს, არამედ იმ ერთ კაცს შესცქერის, ლამის მისტიური რწმენით. ეს პოზიცია ყველაზე მომგებიანია ზარმაცი და უპასუხისმეგბლო პოლიტიკოსებისთვის. არადა, სიმშვიდის საბაბი ცოტაა. მე არ მჯერა, რომ "ნაცებს" რევანშისთვის საკმარისი რესურსი გააჩნიათ. მაგრამ, სხვა ჯგუფეთან ერთობლიობაში ქვეყნის არევ-დარევის ძალა გამოინახება. ამას დაამატეთ პოლიციაში და სუსში ჩაბუდებული და დაწინაურებული წინა რეჟიმის დამნაშავეები, რომლებიც დღესაც "ვანოს დროს" მისტირიან და მის სადღეგრძელოებს სვამენ. უპრინციპო და მედროვე წვრილი, საშუალო თუ მსხვილი ჩინოვნიკები.

რა ვიცი, რა ვიცი..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner