სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღკვეთი ღონისძიების სახით ვაზგენ მანუკიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. სომხეთის ოპოზიციის ლიდერს ბრალი 301-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.