logo_geo
eng_logo
მამაკაცი, რომელიც „შაპეკოენსეს“ თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩა, ავტობუსის მძიმე ავარიის შემდეგაც ცოცხალი დარჩა
- +

4 მარტი. 2021. 17:40

 

ბოლივიელი ერვინ ტუმირი, რომელიც 2016 წელს ბრაზილიური კლუბის „შაპეკოენსეს“ ავიაკატასტროფაში სიკვდილს გადაურჩა, ავტოავარიის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა.

 

ავტობუსი, რომელშიც 30 წლის ტუმირი იმყოფებოდა, ბოლივიის ქალაქ სანტა კრუსთან ახლოს გზიდან გადავიდა და 150-მეტრიანი ფერდობიდან გადავარდა. ავტობუსში მყოფი 52 ადამიანიდან 21 დაიღუპა, დანარჩენებმა, მათ შორის, ტუმირიმ, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღეს.

 

2016 წლის ნოემბერში ტუმირი იმ თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი იყო, რომლითაც „შაპეკოენსე“ კოლუმბიაში კოპა სუდამერიკანას განმეორებით მატჩზე მიემგზავრებოდა. მაშინ თვითმფრინავის 77 მგზავრიდან 71 დაიღუპა, მათ შორის, 19 ფეხბურთელი. ტუმირი ექვსი გადარჩენილიდან ერთ-ერთი გახლდათ.

 

https://1tv.ge/news/mamakaci-romelic-shapekoenses-tvitmfrinavis-katastrofas-gadaurcha-avtobusis-mdzime-avariis-shemdegac-cockhali-darcha/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner