logo_geo
eng_logo
მარტვილში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
- +

4 მარტი. 2021. 18:44

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.

 

დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ნაგვაზაოს, ინჩხხურის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

 

შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია,  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების და მემორიალის რეაბილიტაცია, სპორტული მოედნის,  სკვერის  და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner