„პანდემიის პირობებში ბიზნესის გადასარჩენად ყველა ის ინსტრუმენტი, რაც იყო დამოკიდებული მუნიციპალიტეტზე, ჩვენ გამოვიყენეთ“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ისაუბრა.
„ჩვენ მოვუხსენით საიჯარო გადასახადები იმ ბიზნესებს, რომელთაც ჰქონდათ მუნიციპალიტეტისგან ნაქირავები ფართები. ჩვენ შევთავაზეთ მუნიციპალიტეტის ფართობთ სარგებლობა, რათა შეძლონ რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრებისთვის ემასპინძლათ. ასევე განვიხილეთ რამდენიმე ინდივიდუალური ვალდებულების გადადება, რომლის საჭიროებაც დადგა პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში და გავაგრძელებთ ამ კომუნიკაციაშა და ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.