logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საინტერესოა, პატარა პარტიები მთლიანად შეეწოვებიან „ნაცმოძრაობას“, თუ გამოაჩენენ, რომ მხრებზე საკუთარი თავი ადგათ
- +

4 მარტი. 2021. 19:08

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობა“ და ა.შ. ბოიკოტს გამოუცხადებს ადგილობრივ არჩევნებს იმიტომ, რომ ისინი არჩევნების გზით ძალაუფლებას ვერ იღებენ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.  

 

„ეს არის პრობლემა, რასაც აწყდებიან და ცდილობენ სხვა გზების მონახვას. ლოგიკურია, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხდებენ არჩევნებს იმიტომ, რომ მოქალაქეების იმედი არ აქვთ, არჩევნების იმედი არ აქვთ.

მათი ერთადერთი იმედია, რომ იქნებ რამენაირად ბუნტი გამოიწვიონ ამ ქვეყანაში. მათ დემოკრატია საერთოდ არ აინტერესებთ.

დააკვირდით 2012 წლიდან მოყოლებული მათ პოლიტიკურ გზას. ეს იყო ბოიკოტის გზა ყოველთვის, ეს იყო არჩევნების არაღიარება - არცერთი არჩევნები არ უღიარებიათ. 2012 წლის არჩევნებს დღემდე არ აღიარებენ და ამბობენ, რომ რუსული პროექტიაო.

არც 2016 წლის არჩევნები აღიარეს და წინა პარლამენტში ნახევარი დრო ბოიკოტში გაატარეს.

მათ არ აინტერესებთ ქართველი ამომრჩევლის ნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფს აინტერესებს ძალაუფლება.

ახლა ერთადერთი საკითხი პატარა პარტიებია, ისინი მთლიანად შეეწოვებიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ რამენაირად გამოაჩენენ, რომ მხრებზე საკუთარი თავი ადგათ.

ბოიკოტი გამორიცხული კი არა, მოსალოდნელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ არჩევნები არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ ძალაუფლება და ცდილობენ, რომ ამას არადემოკრატიული გზით მიაღწიონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner