logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს და აღვუთქვა სრული მხარდაჭერა
- +

4 მარტი. 2021. 22:29

 

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და პირობას აძლევს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

 

„მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და აღვუთქვა სრული მხარდაჭერა მორალურად, ფინანსურად. კერძოდ, დედას მინდა მივუსამძიმრო და შევპირდე, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და პირადად მე მექნება სრული კონტროლი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

 

3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner