„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ის ეტაპი, რაც უკვე სრულდება ჩვენი ურთიერთპარტნიორობის თაობაზე, გადავიდეს კიდევ უფრო მსხვილ ეტაპზე, კონკრეტული ნაბიჯებიც დაიგეგმა, რომლის განხორციელებაც დაიწყება 2022 წლიდან და ვიმედოვნებ, რომ ეს შეუქცევადი პროცესი მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე და ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა გავხდებით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ის, რომ რეგიონში საქართველო არის საიმედო პარტნიორი და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად დასაყრდენი ძალა, ამას რა თქმა უნდა აღიარებს ჩვენი ორივე მხარე და აქცენტები კეთდება, რომ ჩვენი საიმედოობა კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ურთიერთანამშრომლობის სხვა ეტაპზე გადავიდეთ.
ჩვენი ერთობლივი ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება.
ჩვენ 2022 წლიდან დავიწყებთ იმ გადადგმული ნაბიჯების გაგრძელებას, რაც აქამდე იყო, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით და სხვა ყველა იმ მიმართულებით, რაშიც დაწყებული გვაქვს უკვე თანამშრომლობა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.