logo_geo
eng_logo
სასიკვდილო დაზიანება - ესპანურმა კორიდამ მატადორ ვიქტორ ბარიოს სიცოცხლე იმსხვერპლა
- +

10 ივლისი. 2016. 11:36


 

ესპანურმა კორიდამ მატადორ ვიქტორ ბარიოს სიცოცხლე იმსხვერპლა.


29 წლის ახალგაზრდა არენაზე გამოსვლისას გარდაიცვალა.


ბარიო ესპანეთის ქალაქ ტერუელში გამოდიოდა, როდესაც მას ხარი დაეჯახა და სასიკვდილო ზიანი გულ-მკერდის არეში მიაყენა. ექიმებმა მატადორის დახმარება ვერ შეძლეს.


მომხდათან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჟოიმ მწუხარება გამოთქვა. ესპანეთის მთავრობის მეთაური კორიდას მხარდამჭერად ითვლება.


„ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, 1985 წლის შემდეგ ეს კორიდას ფატალური შედეგით დასრულების პირველი შემთხვევაა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner