logo_geo
eng_logo
თამუნა ლეფსვერიძე: ველოდები, რომ 16 მარტის შეხვედრაზე მიღებული იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
- +

5 მარტი. 2021. 02:37

 

„მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მინდა, ეს ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს“, – განაცხადა ჟურნალისტმა, თამუნა ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

„2008 წელს ოპოზიციის პარლამენტში არშესვლამ ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიცია დააზარალა, რადგან ამ ნაბიჯმა ოპოზიციის მარგინალიზაცია მოახდინა და 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, ამ ქვეყანაში ოპოზიცია ფაქტობრივად, არ არსებობდა. ამან ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალშიც ძალიან დააზარალა“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

 

ჟურნალისტმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გარკვეული სახის შეთანხმება შედგება.

 

„მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მინდა, ეს ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს. ამ ქვეყნის გარდა წასვლას არსად არ ვაპირებ, რადგან ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და გულწრფელად ველოდები, რომ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე, რომელიც 16 მარტს გაიმართება, მიღებული იქნება არა პოზიციისთვის და ოპოზიციისთვის, არამედ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამუნა ლეფსვერიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner