logo_geo
eng_logo
ფოთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

5 მარტი. 2021. 10:55

 

ბოლო 24 საათში, ფოთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში მოსახლეობის ტესტირება რამდენიმე დაწესებულებაში ხორციელდება.

 

„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 4 210 პაციენტი, გარდაიცვალა 37, აქტიური პაციენტია 48, მათ შორის სტაციონარშია 26, კარანტინში სამი, ბინაზე კი, 19.

 

თვითიზოლაციაშია 133 კონტაქტირებული პირი, მათ შორის 10 ახალი შემთხვევის კონტაქტია. ტესტირება ჩაუტარდა 221 პირს, მათ შორის 114 გეგმურია. „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობს 27 პაციენტი“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner