logo_geo
eng_logo
სახდეპი: რუსეთს არ აქვს ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რომ ისეთივე გამოწვევა იყოს, როგორიც ჩინეთი
- +

5 მარტი. 2021. 11:37

 

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-ის ფუნდამენტური კონკურენტია.

 

„ჩინეთი ჩვენი ფუნდამენტური კონკურენტია. ჩინეთთან კონკურენტუნარიანი ურთიერთობები გვაქვს, რომელსაც დაპირისპირების ელემენტებიც აქვს. ასევე არსებობს თანამშრომლობის ელემენტებიც, როდესაც ეს ჩვენს ინტერესებშია. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, 21-ე საუკუნეში ჩინეთი ჩვენი მთავარი გეოპოლიტიკური გამოწვევაა. ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული კონკურენტია“, - განაცხადა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩინეთი სულ სხვა სახის გამოწვევაა.

 

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მხრიდან საფრთხეების წინაშე არ ვდგავართ. ჩვენ მკაფიოდ გვესმის, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. რუსეთი ცდილობს გავლენები მოიპოვოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა რუსეთს არ აქვს ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რომ ისეთივე გამოწვევა იყოს, როგორც ჩინეთი“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

 

3 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთს აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს.

 

„ზოგიერთი ქვეყანა ჩვენთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, თუმცა, ჩინეთი სულ სხვა სახის გამოწვევაა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner