საქალაქო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მამუკა ახვლედიანის გადაყენება საბჭოს გადაწყვეტილებაა. მიქაუტაძემ სასამართლოში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა:
„სასამართლოში პრობლემები არსებობს და ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე. გადასახედია როგორც საქმეთა გადანაწილება, ასევე აპარატის ფუნქციები და არ არის გამორიცხული, იყოს გადაადგილებები", - განაცხადა მიქაუტაძემ.
კითხვაზე, დაჯარიმებული ჰყავს თუ არა „ქართული ოცნება", მიქაუტაძემ განაცხადა, რომ არ ახსოვს.
„შესაბამისი გადაწყვეტილება შეგიძლიათ ნახოთ.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგია არ არის. ეს პირველ რიგში არის დიდი პასუხისმგებლობა, არის ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი და ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რომ ამ საქმის კეთებას გავართვა თავი", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.