logo_geo
eng_logo
რუსთავის თეატრში ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა
- +

10 ივლისი. 2016. 12:40



რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში სეზონი საქველმოქმედო სპექტაკლით დაიხურა. საქველმოქმედო საღამო რუსთავის მუნიციპალური თეატრისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა.



რეჟისორ თამარ ხიზანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „ადამიანთა სევდა", რუსთავის თეატრის მსახიობებმა გოდერძი ჩოხელის ვაჟის, ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად ითამაშეს.



საქველმოქმედო სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა.


 

 დღეს სეზონი დავხურეთ და უაღრესად მოხარული ვარ, რომ სეზონის ბოლო წარმოდგენა ასეთ კეთილ საქმეს მიეძღვნა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მსახიობებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს აქ მარტო სპექტაკლის სანახავად კი არა, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მოვიდა", - განაცხადა რუსთავის მუნიციპალური თეატრის დირექტორმა ზვიად დოლიძემ.

 

 

28 წლის ნიკოლოზ ჩოხელი ავტოავარიის შედეგად დაზარალდა. მის დასახმარებლად სპეციალური ანგარიშია გახსნილი.



მსურველებს თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეუძლიათ:



სს „ბანკი ქართუ", ბანკის კოდი-CRTUGE22,


მიმღები: ნიკოლოზ ჩოხელი,


ანგარიშის ნომერი: GE59 CR00 0000 9413 6736 01



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner