logo_geo
eng_logo
რომის პაპი ერაყში გაემგზავრა
- +

5 მარტი. 2021. 12:27

 

„რომის პაპი ფრანცისკე ოთხდღიანი ვიზიტით ერაყში გაემგზავრა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავმა, რომელშიც პაპთან ერთად მისი გარემოცვა, დაცვა და 75-მდე ჟურნალისტი იმყოფება, რომის ლეონარდო და ვინჩის აეროპორტი უკვე დატოვა.

 

84 წლის პაპი ერაყის ოთხ ქალაქს ესტუმრება, მათ შორის მოსულს. ვიზიტის დროს ის ასევე შეხვდება ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, აიათოლა ალი ალ სისტანს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლებამ პაპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უსაფრთხოების ძალების ათასობით დამატებითი თანამშრომლის მობილიზაცია განახორციელა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner