logo_geo
eng_logo
დალასში პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ამერიკელი სამართალდამცველები მუქარის წერილებს იღებენ
- +

10 ივლისი. 2016. 13:19



დალასში პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ამერიკელი სამართალდამცავები მუქარის წერილებს იღებენ. დალასის პოლიციაში განგაში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც დეპარტამენტმა ანონიმური წერილი მიიღო.



გზავნილში აღნიშნული იყო, რომ სამართალდამცველების მოსაკლავად დალასში ჰიუსტონიდან შეიარაღებული პირების ჯგუფი გაემგზავრა და ერთ-ერთმა პირმა პოლიციის შენობაში შეაღწია. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც, თუმცა ძალოვანებს არავინ დაუკავებიათ.



დალასში უსაფრთხოების ზომები 8 ივლისს გააძლიერეს, მას შემდეგ რაც სნაიპერმა 5 პოლიციელი მოკლა და 12 დაჭრა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner