logo_geo
eng_logo
NATO მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადმინისტრაციულ საზღვარზე დაბრკოლებების შენება
- +

10 ივლისი. 2016. 13:20



NATO-ს ვარშავის სამიტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ  NATO რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ  დაბრკოლებების შენება შეწყვიტოს.



ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ და საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს.



ვადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას, არ გამოიყენოს ძალა, მოვუწოდებთ რუსეთს ანალოგიური პასუხისკენ. მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრვივ საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების შენება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოდან. NATO არ აღიარებს 2014 წლის ნოემბერში საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის, ასევე 2015 წლის მარტში საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და რუსეთს შორის გაფორმებულ .. შეთანხმებებს. ისინი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ეუთო- პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს", - ნათქვამია ვარშავის სამიტის კომუნიკეში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner