logo_geo
eng_logo
ბარაკ ობამა: NATO-ს ჩამოყალიბების მომენტიდან დღემდე ეს ყველაზე რთული პერიოდია ალიანსისთვის
- +

10 ივლისი. 2016. 13:21


 

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვარშავის სამიტის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს ჩამოყალიბების მომენტიდან დღემდე ეს ყველაზე რთული პერიოდია ალიანსისთვის.



მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსგავსი სირთულის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და პოლიტიკური გამოწვევის წინაშე არასდროს მდგარა.



ბარაკ ობამამ მთავარ გამოწვევებში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსა" და ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხე, რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და პროვოკაციული ქმედება, მიგრანტთა კრიზისი და გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმი დაასახელა, რომელმაც ევროპული ინტეგრაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.



აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ სირთულეების პარალელურად ერთი რამ უცვლელი რჩება და ეს ევროპის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხისადმი, ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებაა.



ობამას თქმით, მომავალ წელს ზუსტად 100 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც აშშ-მ თავისი შეიარაღებული ძალები ევროპის დასაცავად პირველ მსოფლიო ომში გაგზავნა, რაც მეორე მსოფლიო და ცივი ომების დროსაც შეანარჩუნდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სხვადასხვა ევროპული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 60 ათასი ამერიკელი მსახურობს.



ბარაკ ობამას განცხადებით, წარმატებისა და სირთულეების დროს ევროპას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომის იმედი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner