logo_geo
eng_logo
მარტვილში ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტები დაათვალიერეს
- +

5 მარტი. 2021. 14:58

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

 

ქალაქ მარტვილში მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მემორიალურ დაფას და ძეგლს, კასკადს, კიბეს და აუზს, მოეწყობა ღობე. პროექტის ღირებულება 667 222 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „დაგი“ ასრულებს. მემორიალის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო.  პროექტის ფარგლებში დაიგება 3 700 მერტი ცემენტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 699 997 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები 2020 წელს განხორციელდა.

 

კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ლებერულავე-სანაჭყებიო-დობერაზენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოები  მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 4,013 მეტრი ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, არხები, ცხაურები, მილები და ეზოებში შესასვლელები. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 165 589 ლარს შეადგენს.

 

საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner