logo_geo
eng_logo
ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი: საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზად არის
- +

10 ივლისი. 2016. 13:22



პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ ვარშავაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართული მედიის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზად არის.



ჩემი აზრით, საქართველო მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის. საჭიროა გადაწყვეტილება და ნება NATO- მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით ვეტო არ არსებობს, ჩვენ ამ პროცესს არ ვბლოკავთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ სხვა მოკავშირეები, ითანამშრომლონ ჩვენთან და მიანიჭონ საქართველოს NATO- წევრობა", - განაცხადა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner