პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ ვარშავაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართული მედიის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზად არის.
„ჩემი აზრით, საქართველო მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის. საჭიროა გადაწყვეტილება და ნება NATO-ს მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით ვეტო არ არსებობს, ჩვენ ამ პროცესს არ ვბლოკავთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ სხვა მოკავშირეები, ითანამშრომლონ ჩვენთან და მიანიჭონ საქართველოს NATO-ს წევრობა", - განაცხადა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ.