logo_geo
eng_logo
ბენი განცი: ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების გეგმებს ამუშავებს და დამოუკიდებლად მოქმედებისთვის მზად არის
- +

5 მარტი. 2021. 15:58

 

„ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების გეგმებს ამუშავებს და დამოუკიდებლად მოქმედებისთვის მზად არის“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებულია არაერთი სამიზნე, რაც ირანის მიერ ბირთვული ბომბის შექმნას გაართულებს.

 

„მსოფლიო ირანელებს მანამდე თუ გააჩერებს, ეს ძალიან კარგია. მაგრამ თუ ვერ გააჩერებს, ჩვენ დამოუკიდებლად უნდა დავდგეთ და ჩვენი თავი ჩვენვე დავიცვათ“, – თქვა განცმა.

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანთან დაკავშირებულ ლიბანურ სამხედრო დაჯგუფება, „ჰეზბოლას“ ასეულობით ათასი რაკეტა აქვს. ისრაელი განაგრძობს სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების დაბომბვას, რომლებიც ხელს შეუწყობენ იარაღის ლიბანში გადატანას.

 

ისრაელის თავდაცვის ძალების ყოველწლიურ ანგარიშში მითითებულია, რომ ისრაელი ემზადება „ჰეზბოლასთან“ რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემდეგი კონფლიქტის დროს 3 000 ლიბანელი სამიზნე იქნება ყოველდღიურად განადგურებული, რომლის მიზანი იქნება ჰეზბოლას 300 მებრძოლის მოკვლა ყოველ 24 საათში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner