logo_geo
eng_logo
სერენა უილიამსმა უიმბლდონის ტურნირი მეშვიდედ მოიგო
- +

10 ივლისი. 2016. 13:24



ამერიკელი ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა უიმბლდონის ტურნირი მეშვიდედ მოიგო. ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გერმანელი ანჟელიკ კერბერი 7:5, 6:3 დაამარაცხა.



უილიამსმა დიდი სლემის ტურნირებში უკვე 22-ე გამარჯვება მოიპოვა, რითიც ლეგენადარული გერმანელი ჩოგბურთელის, შტეფი გრაფის შედეგი გაიმეორა.


უილიამსმა მატჩში 13 ეისი შეასრულა. კერბერს შეეძლო პირველი სეტი ტაი ბრეიკში გადაეყვანა, თუმცა მოწოდება დათმო და 5:7 წააგო. მეორე სეტში სერენამ კვლავ ერთი ბრეიკი შეასრულა და ტურნირი კარიერაში მეშვიდედ მოიგო.



სერენამ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და 34 წლის და 283 დღის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner