logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ნიკანორ მელიას დაკავება ევროპული სტანდარტის საპოლიციო ღონისძიება იყო
- +

5 მარტი. 2021. 17:14

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ევროპული სტანდარტის საპოლიციო ღონისძიებას უწოდებს. აღნიშნულის შესახებ ზარქუამ პარლემენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

 

ირაკლი ზარქუამ ვახტანგ გომელაური პროფესიონალიზმისთვის შეაქო.

 

„მიუხედავად იქ გამაგრებული გარკვეული ჯგუფებისა, მაინც მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ფაქტობრივად წიწაკის სპრეის დახმარებით. ეს მიუთითებს თქვენს პროფესიონალიზმზე, რომ მეტი საჭიროება არ იყო. კითხვა პროპორციულობასთან დაკავშირებით დაისვა და ეს მეც მაინტერესებს. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა და კიდევ ერთხელ ვთქვა, შექების ღირსია თითოეული მაშველი, თითოეული მესაზღვრე, განსაკუთრებით, ჩვენი პოლიციელები, რომლებიც დაუმსახურებელი კრიტიკისა თუ შეურაცხყოფის, ლანძღვისა და გინების მიუხედავად მაინც დისციპლინირებულად და მოთმინებით იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მე მგონი, როცა იცავ საზოგადოებრივ წესრიგს, იცავ კანონებს, ხარ სახელმწიფო და ჩვენ სახელმწიფოს ვიცავთ“, - განაცხადა ზარქუამ.

 

მან შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვა დაუსვა ასევე „საქართველოს ბანკზე“ თავდახმაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებითაც.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner