logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება
- +

10 ივლისი. 2016. 14:06



ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო. ე.წ. საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა და პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, ამ დროისთვის მოსახლეობის დაბალი აქტივობა ფიქსირდება.



ე.წ. რეფერენდუმზე მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას:

მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?"

პასუხის ვარიანტებია: „დიახ, „არა".



ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობას 133 202 ადამიანი მიღებს.

მთლიანობაში 151 ე.წ. საარჩევნო უბანი დილის 07:00 საათიდან გაიხსნება და 20:00 საათამდე იმუშავებს.



იმისთვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 50-მა პროცენტმა უნდა დააფიქსიროს. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ოპოზიციის მიერაა ინიცირებული, მათ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.



ოპოზიცია აცხადებენ, რომ არ აღიარებენ რეფერენდუმის შედეგებს, რადგან მათ სააგიტაციო კამპანიის ჩასატარებლად დრო არ ჰქონდათ და აფხაზ ხალხს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება არ მიეცემათ.



ოპოზიციის წარმომადგენლები რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებას მოითხოვდნენ, თუმცა რაულ ხაჯიმბამ მათი პოზიცია არ დააკმაყოფილა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner