logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: დაბნეულობაა ოპოზიციაში, იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ პლებისციტი უნდათ თუ არა
- +

5 მარტი. 2021. 23:14

 

 

"ყოველ დღე ვხედავთ როგორი დაბნეულობაა ოპოზიციაში, იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, პლებისციტი უნდათ თუ არა“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

 

„ჩვენ ყველაზე მკაფიო ოპოზიციის ლიდერის ნათქვამიდან დავინახეთ, რომ პლებისციტი არ არის ოპოზიციის მოთხოვნა და თითქოს, ეს ჩვენს მიერ თავს მოხვეულია ოპოზიციისთვის. მათი პოზიცია არ არის მკაფიო და გასაგები.

თუ შეთანხმდებიან რომ პლებისციტი არის საჭირო და თურმე მიშა სააკაშვილი ცდებოდა და იტყუებოდა, ამაზე ჯერ შეთანხმდნენ და მერე ვილაპარაკოთ.

ამასთან, თუკი პლებისციტმა მათთვის არასასურველი შედეგი აჩვენა, მიიღებენ ამ შედეგებს თუ მერე თავიდან დაიწყებენ, რომ ეს პლებისციტი ვითომ გაყალბდა. რისთვის, რომ ვიღაცის ბავშვური ჟინიანობა დავაკმაყოფილოთ?"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner