logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ორ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩინეთთან მოლაპარაკებები გვაქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით
- +

6 მარტი. 2021. 00:22

 

„მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან, ჩინეთის ორი ვაქცინა არის მოლოდინის რეჟიმში. ეს ვაქცინები ძალიან მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას მიიღებენ, რაც უსაფრთოების თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვინაიდან ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზე არის დამზადებული, გამორიცხული არაა, რომ მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს.

 

„შესაბამისად, საქართველო ჩინურ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ვაქცინაციებზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზე არის დამზადებული. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს.

 

ასევე, მოლაპარაკებები დაწყებულია „მოდერნასთან“ დაკავშირებით და საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, რის შემდეგაც კონკრეტულად ამ ქვეყანაში სამთავრობო ვიზიტი გაიმართება. ამ შემთხვევაშიც საიმედო პასუხის მოლოდინი გვაქვს.

 

იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას ვერ გაივლის, ის საქართველოში არ შემოვა. აქამდეც ვამბობდი და დღესაც ვიტყვი, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზებული და აღიარებული ვაქცინა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner