logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: არ მგონია, ვაქცინის დაყოვნებაში საქართველოს ბრალეულობა ყოფილიყო, ჩვენ ვაკმაყოფილებდით კრიტერიუმებს
- +

6 მარტი. 2021. 00:43

 

 

„არა მგონია, ვაქცინის დაყოვნებაში საქართველოს ბრალეულობა რამე ყოფილიყო, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რიტაც უპასუხა კითხვას - რა იყო რეალურად, „ფაიზერის“ ვაქცინის დაყოვნების მიზეზი.

 

„ამას უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენ და კონსპირაციულ თეორიებს ვერ შევყვები, რომ აპლიკაცია ვერ შეავსეს.

ვიცი  იმ ადამიანების კვალიფიკაცია, ვინც ამ აპლიკაციებს ავსებს, ეს სრულიად წარმოუდგენელია. მინიმალური პროტოკოლის დამტკიცებისასაც კი, ასე ვთქვათ, მინისტრის მოადგილიდან დაწყებული, მინისტრით დამთავრებული, ყველა ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

მისი თქმით, ვაქცინაზე მოთხოვნა მაღალია, ქვეყნების რიგითობა არ არსებობს და შესაბამისად, ის ყველგან ერთბაშად ვერ გაიგზავნება.

 

„ჩვენ ვაკმაყოფილებდით კრიტერიუმებს, მაგრამ ვაქცინა ყველგან ერთბაშად ვერ გაიგზავნება და ესეც უნდა გვესმოდეს.

„კოვაქსი“ ჩვენ მოგვცემს ვაქცინებს, მაგრამ მთავარია, იქნება თუ არა განხორციელებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რისთვისაც დიდი რაოდენობით ვაქცინაა საჭირო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner