„დღეს ნაცვლად იმისა, რომ ვაქცინის სიკეთეებზე ვსაუბრობდეთ, კომუნიკაციის მთავარი თემა არის ის, თუ სად არის ვაქცინა. მთავრობა ანტივაქსერულ მოძრაობას ელოდება და ამისთვის ემზადება კიდეც“, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
„იმის ნაცვლად, რომ ამ ეტაპზე, ვსაუბრობდეთ, თუ რა სიკეთეს მოგვიტანს ვაქცინა, კომუნიკაციის თემა გახდა, სად არის ვაქცინა.
ჩვენ ანტივაქსერულ მოძრაობას, რა თქმა უნდა, ველოდებით და ამისთვის ვემზადებით. თუმცა, დღეს მთელი კამპანია მიმართულია სამთავრობო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ.
საქართველო 140 ქვეყნიდან იმ 18 ქვეყანას შორისაა, სადაც გამონაკლისის წესით შემოვა „ფაიზერი“, ეს შემთხვევით არ მოხდა. ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. წნეხი საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ვხედავთ რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაკლია, თუმცა ამ სიტუაციას წნეხი არ გამოასწორებს“, - აღნიშნა გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთე