logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, გამოიკვეთა, რომ „ფაიზერს“ ჰქონდა ინტერესი, დაეზუსტებინა დამატებითი დეტალები
- +

6 მარტი. 2021. 02:12

 

 

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიტანოთ კორექცია იმაში, რაც შეცდომით ითქვა და მერე, „კოვაქს“ პლატფორმამ ასევე უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ ერთ-ერთი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„ძალიან გთხოვთ, ნუღარ გაჟღერდება მსგავსი შეკითხვა, რომელიც უკვე დაზუსტებული და უარყოფილია, ვინაიდან ეს მოსახლეობაში გარკვეულ გაუგებრობას იწვევს.

ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ეკუთვნის მეტი კორექტულობა, რათა ერთხელ გაცემული პასუხის გაცემა ყოველი კვირის ეთერში აღარ დაგვჭირდეს მე და ჩემს მოადგილეებს.

საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რომელიც წამოყენებული იყო და 140 ქვეყნიდან, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს, საქართველო არის იმ 18 ქვეყანას შორის, სადაც მოქალაქეებს აცრის საშუალება ექნებათ.

ეს იყო უბრალოდ, დამატებითი დოკუმენტაცია, გადაზღვევის და დაზღვევის პირობები, რომელიც თვითონ მწარმოებელ ქვეყანას აინტერესებდა. მათ თავიანთ სასარგებლოდ კიდევ ერთხელ დააზუსტეს გარკვეული პუნქტები, რათა გადაზღვეული იყვნენ ყველა შესაძლო გართულებისგან, ან რისკისგან, რომელიც შეიძლება, უკვე ვაქცინაციის პერიოდში დადგეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner