„ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება ჩინური ტრადიციული მეთოდით გააქტიურებული „სინოვაკის“ ვაქცინა, რომელსაც ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფო, თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე იყენებს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით, მას არ აქვს ჯანმო-ს აღიარება, მაგრამ რამდენიმე თვეში ექნება. ამიტომ, საქართველომ თადარიგი უნდა დაიჭიროს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
მისი თქმით, ჩინეთში სამი პერსპექტიული ვაქცინა იქმნება – „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „კანსინოსი“.
„ესენი ყველა განსახილველი და სამუშაო თემებია.
აქ არის პეკინის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, ცალკეა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და ცალკეა ჩინეთის სამედიცინო აკადემიის ინსტიტუტი, რომელსაც ასევე ცილოვან ფუძეზე დაფუძნებული ვაქცინა აქვს.
ჩინეთი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სერიოზული ბაზარია, რადგან მათ დიდი ეპიდემიური აფეთქება არ აქვთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.