საქართველოს თავდაცვის მინისტის თინა ხიდაშელის განცხადებით, NATO დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები ოქტომბერში.
მისი თქმით, ვარშავის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ NATO საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში დარწმუნებულია,
„ეს არის, როგორც ერთგვარი დამაიმედებელი ფრაზა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ვარშავის სამიტისგან - მათ ეჭვი არ ეპარებათ და დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები იქნება დემოკრატიული. ბევრი პარაგრაფი, რომელიც ამ დოკუმენტშია, ეხება იმას, როგორ გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა, როგორ გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა", - განუცხადა ვარშავაში ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.