logo_geo
eng_logo
NATO-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში, ალიანსის ახალ შტაბ-ბინაში 2017 წელს გაიმართება
- +

10 ივლისი. 2016. 14:37



ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მომავალი, 29-ე სამიტი ბრიუსელში, 2017 წელს, NATO-ს ახალ შტაბ-ბინაში გაიმართება.



ამ დრომდე ჩვეულებრივ NATO-ს სამიტი ორ წელში ერთხელ ტარდებოდა.


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი 1957 წელს პარიზში გაიმართა, ბოლო კი 2014 წელს უელსში. პოლონეთი NATO-ს სამიტს პირველად მასპინძლობს.



ვარშავაში მიმდინარე ღონისძიება იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner