ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მომავალი, 29-ე სამიტი ბრიუსელში, 2017 წელს, NATO-ს ახალ შტაბ-ბინაში გაიმართება.
ამ დრომდე ჩვეულებრივ NATO-ს სამიტი ორ წელში ერთხელ ტარდებოდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი 1957 წელს პარიზში გაიმართა, ბოლო კი 2014 წელს უელსში. პოლონეთი NATO-ს სამიტს პირველად მასპინძლობს.
ვარშავაში მიმდინარე ღონისძიება იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტია.