logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- +

6 მარტი. 2021. 12:03

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-ისა და სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

„სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს სომხეთში დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

ამასთან, სახელმწიფო მდივანი მიესალმა ძალისხმევას, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან პოლიტიკურ მოგვარებას ისახავს მიზნად, რაც მისივე თქმით, სარგებელს მოუტანს რეგიონში მცხოვრებ ხალხს.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა დაადასტურა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ მზადაა, კონფლიქტის დარეგულირებაში კვლავაც შეასრულოს როლი.

 

https://1tv.ge/news/ashsh-is-sakhelmwifo-mdivansa-somkhetis-premier-ministrs-shoris-satelefono-saubari-shedga/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner