logo_geo
eng_logo
სამართალდამცველები გუკა რჩეულიშვილს აკავებენ
- +

10 ივლისი. 2016. 14:38



მაია რჩეულიშვილი ინფორმაციით,  ამ წუთებში მისი შვილის გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. ​ რჩეულიშვილის თქმით, უკვე დაკავებულია ცენტრ-პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი. გუკა რჩეულიშვილის დაკავება, სავარუდოდ, მისი ცენტრ-პოინტის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება.


ცენტრ-პოინტის ორი თანამშრომლის სალომე ჩარკვიანისა და ირაკლი მინდელის დაკავების ფაქტს მთავარი პროკურატურა ადასტურებს. ​უწყების ცნობით, საგამოძიებო უწყება დაკავების მიზეზებსა და საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს.​


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ცენტრ პოინტის დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2012 წელს დაიწყო. გამოძიების ცნობით, საქმე ეხება ცენტრ პოინტის დამფუძნებლების მიერ წინასწარი შეთანხმებით , მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. ასევე თაღლითობას- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით. ​



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner